მზევ შინა და მზევ გარეთა,
მზევ შინ შემოდიო )))
რა მინდოდა ერთი სიტყვით, რას ვეტენები.. გონზე არ ვარ))) დორიანი დავბლოკე))) ვაშა! ))) თავს როგორ ვგრძნობ? ლა, ლა, ლალალალალა ))) ჩუმად მიტირია ბევრჯერ მიტირია შეეეეენთვიიიის… მერე ტექსტი გრძელია და მეზარება)))
მართლა, მართლა როგორ ვგრძნობ? არ ვიცი… მშვიდად, ლამაზად, შემართულ ჩახმახად… რაღაცის თუ ვიღაცის მოლოდინში… ახალ გაუგებრობაში არ გავება ოღონდაც და მეტი არ მინდა…
გუშინწინ ღამით მესიზმრა წვიმის კაცი, მურზალა (გარდაცვლილი ბიძაშვილი) და ლეო. მურზალას ლუდი უნდოდა, წვიმის კაცს ყავა, ლეო არაფერს მთხოვდა. მოკლედ მთელი ღამე ხან ყავის მადუღარას დავდევდი, ხან ყავის ჭიქებს და ხანაც ლუდის ბოთლებს. ლეო არც კი ჩანდა, უბრალოდ იგრძნობოდა, რომ ჩვენთან იყო. მურზალა მეხვეოდა და მეფერებოდა. ძალიან თბილად და ძლიერად ვკოცნიდით ერთმანეთს. წვიმის კაცი თითქოს იყო და არც იყო ჩემი ძალიან ახლობელი… რაღაც გაურკვეველი ამბავი იყო, როგორც ცხადში)… სიზმრის ბოლოს მე და წვიმის კაცი ესკალატორზე ჩავდიოდით და თან ვლაპარაკობდით. ჩემს წინ ვიღაც ტიპი იდგა და შევამჩნიე, რომ ტუჩზე პაწაწინა გველი უთამაშებდა, თითქოს დახტოდა. არ მივაქციე ყურადღება, უბრალოდ მსუბუქი ზიზღი ვიგრძენი. გველის წიწილი კი არ იყო, ნამდვილი გველი, ოღონდ პატარა ზომის. მერე ეს გველი ჩამოვარდა ტუჩიდან და პირდაპირ მე დამეცა ფეხზე. კივილი დავიწყე შიშის თუ ზიზღისგან. წვიმის კაცი უკნიდან მომეხვია, მამშვიდებდა და იცინოდა. ცდილობდა აეხსნა, რომ ვერაფერს დამიშავებდა. ამას მეც ვხვდებოდი, მაგრამ მეზიზღებოდა ძალიან… ამ დროს ემოციებმა გამომაღვიძეს.
პირველად შემეშინდა ბიჭებს რამე არ მოსვლოდათ, მაგრამ არაფერი მივწერე. ისედაც სულ ყვავივით დავჩხავი.. მერე უბრალოდ ლეოს ვუთხარი, თავს გაუფრთხილდითთქო… მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სიზმარი ჩემზე იყო. მე ვეხვეოდი მკვდარ ბიძაშვილს და მე დამეცა ფეხზე ის გველი. მაგრამ პატარა იყო და არც ის ვიცი, მკვდრის დასიზმრება რას ნიშნავს. ან წვიმის კაცმა რატომ ამოიჩემა გზა ჩემი სიზმრებისკენ)) რა უნდოდა ჩემს სიზმარში უკვე მერამდენედ.
არ მჯერა სიზმრების, მაგრამ ქვეცნობიერის და საკუთარი ინტუიციის ალბათ კი.. ესეც არ იყოს, თითქმის არასოდეს ვცდები.. უბრალოდ ვერ ვხსნი, რას და რატომ ვგრძნობ, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზე სიტუაცია და ფიქრის დრო მომეცა, ჩემს ინტუიციას გონებასაც ვახმარ და მერე ვანგა მონაგონია)))
ამ ამბების მერე გაირკვა, რომ დორიანი რომელიც შერიგებას მთხოვდა ცხრაასმეოთხმოცე გოგოს კერავდა და დავრწმუნდი, რომ მე ჭკუა ვისწავლე.
წვიმის კაცი მესამე დღეს იტალიისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს რამდენიმე დღით. საფრანგეთში მოხდა ეს ამბავი, სადაც არავინ გვყავს და ლამის ჭკუიდან გადავედით, მაგრამ მერე გამახსენდა ჩემი სიზმარი და დავმშვიდდი))) ვიცოდი, ახალ წელს უკვე იტალიაში შეხვდებოდა. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, რამდენიც ჩემი ბიჭი რუს ნატაშკას მკლავებს მშვიდობით მივაბარე )))))
ეხლა ვიპოვე შუა გზაზე დაგდებული ეს პოსტი და მიუხედვად იმისა, რომ აღარ მახსოვს, რისი თქმა მინდოდა ვაქვეყნებ. ჩემს მეტი მაინც არავინ კითხულობს მგონი))) დარჩეს შენახულ მოგონბად მაინც))))
-
Authors
-
Top Posts & Pages
Archives
-
Recent Posts
-
Recent Comments
eternalerror on კონტროლი lela on მოგესალმებით, მე მკერდის კიბო… dakarguli on სათაური რად უნდა ამას )))… tamara on სათაური რად უნდა ამას )))… dakarguli on სათაური რად უნდა ამას )))… Tags
amor roma ბედნიერება ბლოგი გაზაფხული დილა ევრო ვარდისფერი ზღაპარი თეთნულდი თვითმკვლელობა ია იტალიური რესტორანი მამაკაცი მარტოობა მეტეხი მზე მკერდი მონაპოვარი ოცნების ქალაქი ოჯახი რემონტი სამზარეულო სამოთხე სექსი სიკყვარული სიმშვიდე სიყვარული სიცოცხლე სპაგეტი პიტნით ტანგო ტკივილი უშბა ფასი ფიქრი ქალი ქალიშვილობის დაკარგვა ქანდაკებები ქართლის დედა ყავა ყოველი შემთხვევისთვის სექსიც )))) შავი ღვინო შოკოლადის ფილა ხმალი ჯოჯოხეთი-
Spam Blocked
Meta
“ესეც არ იყოს, თითქმის არასოდეს ვცდები” – რაო?
იმდენი შენ რა გითხარი
)))) გამახარე რა, გამახარე)))))))))))))))))))))))))))))))) თითქმის იყო იქანე და ნათქვამია მაგით ყველაფერი ))))))
მთვრალი ხარ შენე, მგონი
ხო, ერთად ჩავარტყით მე და მარაგდამ )))) ამის დედაც ჯეკ, დღეს ვსვამთო და …. დდდდდდდდ