ოლა, როგორ ხარ? მე დაკარგული ვარ, 25 წლის. ჭკვიანი გოგო ვარ და დედას და მამას არ ვაბრაზებ. ცოტას ვანერვიულებ ხოლმე, მაგრამ ისეც არა, რომ დასჯას ვიმსახურებდე. მართალია ვეწევი, ვსვამ და ვყალთაბანდობ, მაგრამ სერიოზულს მაინც არაფერს ვაშავებ. ნუ, არ ვიცი სერიოზული შენთვის რას ნიშნავს, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც კარგი გოგოების კატეგორიაში გავდივარ.
არასოდეს მომიწერია შენთვის, ბავშვობაშიც კი.. ეხლა მომინდა, რომ დამეჯერებია ზღაპრების და შენი ირმების მოლოდინი შემენახა გულის სიღრმეში. უკვე მაინც აღარ ვიცი, სად არის ზღვარი რეალურსა და ილუზიას შორის. რასაკვირველია, ბავშვობაში არ უარვყოფდი შენს არსებობას, მაგრამ არც მთლად გაღიარებდი. ჩავთვალე, რომც არსებობდეს, ჩემთვის მაინც ვერ მოიცლისთქო და ამით დავხურე თემა. მესამე ახალი წელია, მაკიაჟის გაკეთებამდე და ჩამოწმენდის შემდეგ არცთუ მხიარულად გამოვიყურები და იქნებ ახლა მაინც მოგეცალა ჩემთვის. ამასაც ისე, სიტყვის მასალად გწერ, თორემ დიდად არც ახლა მჯერა, რომ აქამდე მოღწეულსაც კი შემოგრჩება საჩუქარი ჩემთვის. არც რა მინდა კაცმა რომ თქვას, რამდენიმე სურვილი შემისრულე და ჩათვალე მთელი ბავშვობის ანგარიშები გასწორებული გვექნება. მთელი წლის მანძილზე რომ გავთვალო, მაინც რამდენიმე გამოვა… ერთდროულად არ შეგაწუხებ, მაგრამ როცა მოიცლი ხოლმე, გადახედე ამ ჩამონათვალს, იქნებ მოახერხო რომ
1. მამას ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს.
2. დედას მკურნალობის პროცესი კარგად დამთავრდეს.
3. შევძლო ჩემი დის განქორწინების ამბების ისე მოგვარება, რომ დიშვილებმა მემკვიდრეობა არ დაკარგონ.
4. ტარიელი მალე გამოვიდეს და საბუთების აღება შეძლოს.
6. წვიმის კაცმა მიაღწიოს თავის მიზანს.
7. ვინიმ ისე აიწყოს საქმე, რომ მალე ოჯახს დაუბრუნდეს.
8. ვაზგენამ საერთოდ გაარკვიოს რა უნდა ცხოვრებაში და მერე მოიკრიბოს ნებისყოფა მოსაპოვებლად.
9. თამარამ ჩააბაროს გამოცდები.
10. მე დავიკლო კიდევ 5 კილო და გავიკეთო ცხვირის ოპერაცია)
11. გვიან გაზაფხულზე ჩავიდე საქართველოში.
12. ადრე შემოდგომაზე ვნახო რომი, მე რომ მინდა ისე….
13. წელს ვისურველდი გაფოიერვერკებას… მინდა შემიყვარდეს ტრაგედიის გარეშე…
14. რომიდან ჩამოსულს მინდა ნორმ სამსახური და მარტო ცხოვრება.
15. ….და მომავალ წელს მინდა აღარ ვქვითინებდე ახალი წლის მოლოდინში…. მინდა ბედნიერი და კმაყოფილი თუ არა უდარდელი მაინც ვიყო…
პ.ს. ეს ყველაფერი თუ არა, ერთი ამნეზია მაინც არ დაიშურო რა, თუ ჩემი პაპა ხარ…. არ დამზარდე))))
გულწრფელად საუკეთესო სურვილებით შენი დაკარგული))))