წვიმის კაცი (1))

ის წვიმიდან მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. წვიმას მოყვა და დარჩა ჩემთან უზომოდ ახლოს და ამავდროულად ჩემს მიერ განსაზღვრულ დისტანციაზე.

ხინკალი უნდა გაგვეკეთებინა იმ დღეს. წინა ღამით მეგობრებმა კატალუნიის მოედანი დავლაშქრეთ. ვისხედით დისკოტეკის წინ და ,,ვკაიფობდით,, კოსქის და ალკოჰოლისგან გალენჩებულ ტურისტებზე. ისინი კი ჩვენს გასახარად წარმოდგენებს მართავდნენ. სანახაობას დილის ოთხამდე შემოვრჩით და დავიშალეთ. მე ფოფოსთან დავრჩი. დილით ბარში ვისაუზმეთ, როგორც ,,სვეტსკი ლვიცებს,, შეეფერებათ და ჩემი სახლისკენ დავიძარით. გზად ხინკლის მასალა ვიყიდეთ და კიდევ ერთ მეგობარს შევხვდით.  ფეხით წამოვედით და გაგვიწვიმდა. ზაფხულის წვიმა იყო, თბილი და სიცოცხლით სავსე. სახლში ამოსულებმა სასწრაფოდ გამოვიცვალეთ, მოკლე შორტები და ,,გულახდილი,, მაისურები ჩავიცვით და ფოტოების გადასაღებად გავიქეცით. მე კაცის 42 ზომა შავი ,,შლოპანცები,, მეცვა და მაგრად მეკიდა. მაინც ფეხშიშველი და თმაგაშლილი ვაპირებდი პოზირებას წვიმის ქვეშ. სანამ ჩვენ გავედით, წვიმამ გადაღო და სესია ჩაიშალა… ველოდეთ, მაგრამ აღარ გაწვიმდა.

სახლში დაბრუნებამდე ქართველის ბარში გადავწყვიტეთ გავლა. ბარი ჩემი სახლის კუთხეშია და იქ იყო ჩვენი თავშეყრის ადგილი. ვიცოდი, ჩემი ძაკაცები ბოსი და ტარიელი იქ იქნებოდნენ.  ტარიელი ჩემი უსისხლო ძმაა, უახლოსი ადამიანი და უერთგულესი მეგობარი. იგივე ბოსიც, მაგრამ ის ტარიელმა გამაცნო და ამიტომ პირველი მაინც ჩემი ტარიელი იყო. მოკლედ ბარში მივადექით შილიფად ჩაცმულები, თმაგაშლილები და ოდნავ შეშლილები. მე ჩემს სტიქიაში, როგორც ყოველთვის – პეპი გრეძელწინდას ეროტიკული სახეცვლილება და ქაჯანას ოცდამეერთესეული ვარიანტი))) სწორედ იქ, ასე მოუმზადებლად და მოულოდნელად მოვიდა წვიმის კაცი… მოვიდა და მოიტანა მხრებით ჩემი სამყარო მოიტანა… ჩემი თბილისი….

ტარიელმა გაგვაცნო, როგორც იტალიიდან გადმოსული უახლოესი ძმაკაცები. მეორე მივიღე ძალიან თბილად, წვიმის კაცი კი პირველივე წამიდან შევიძულე. ისეთი ჩემი იყო, ისეთ ახლობელი და სრულყოფილი…. მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაჯერებული… მე კი არარაობად ვიგრძენი თავი… თხილამურებივით ქოშებში და  უგემოვნოდ, ტყიურივით ჩაცმული… ნერვები დამაწყდა… ბარში როგორღაც გავიტანე თავი. სახლში ამოსულმა საქართველოში, დედასთან ვცადე დარეკვა და არ გამოვიდა. ამან უფრო  გამაღიზიანა და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ტარიელმა და ფოფომ ისე გააკეთეს ხინკალი, სამზარეულოსკენ არც კი გამიხედავს. შევედი ოთახში, გამოვიცვალე, მაკიაჟი გავიკეთე და საკმაოდ კარგადაც გამოვიყურებოდი, მაგრამ სარკეში მაინც ვხედავდი აფორიაქებულ და შეშინებულ საკუთარ თავს. ორი წლის მანძილზე მხოლოდ დორიანს შეეძლო ჩემი აღელვება და ბოლო თვეები ისიც კი სულერთი იყო ჩემთვის. ერთიოდ საათის წინ გაცნობილმა წვიმის კაცმა კი თავდაყირა დააყენა ჩემი სამყარო… სულ ერთხელ თვალებში შეხედვით ხელისგულზე მედო ყველაფერი, რასაც ფიქრობდა და ისიც, კი რასაც თვითონ ვერ ხვდებოდა…  მე ვიცოდი, რომ დაიწყებოდა რაღაც დიდი და განსაკუთრებული და შემეშინდა ნამდვილი შიშით….

გვერდიგვერდ ვისხედით სუფრასთან და ცხადად ვგრძნობდი, რა ენერგიაც მოდიოდა მისგან. ვიცოდი, უნდა დამეფრთხო და მომეხერხებინა, თვითონ არ გასჩენოდა ჩემი ახლოს გაცნობის სურვილი, თორემ შესაძლოა მე ვერ გამეძლო ცდუნებისთვის. მეტისმეტად შინაური გახდა ერთ წამში და მე უკვე ვიცოდი, რა შეიძლება დაემართოს ქალს, რომელის სულში უშვებს მამაკაცს. ესეც არ იყოს, მე და ქართული მენტალიტეტი ცოტა არ იყოს შორს ვართ ერთმანეთისგან და ნამდვილად არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ქართველი ბიჭი მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ახალ რისკზე წასვლის უფლებას კი საკუთარ თავს ვერ მივცემდი. მოკლედ, იმ დღეს ვიყავი შეძლებისდაგვარად უჟმური, ფიცხი, თავხედი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც იყო ერთი მომენტი, როცა შევხედე, წვიმის კაცმა თვალებით გაიღიმა და დაიწყო თამაში…

This entry was posted in დღიური. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s