კონტროლი

ვაკონტროლებთ ყველას და ყველაფერს,  პირველ რიგში საკუთარ თავს.  არ ვიცინით ზომაზე ხმამაღლა, ზომაზე ხანგრძლივად. არ ვჭამთ კალორიებს, არ ვადგამთ გრძელ ნაბიჯებს, არ ვიცვათ მოკლე კაბებს… არ ვეკამათებით, როცა პროტესტი არ არის მოდაში.. ვეთანხმებით, როცა კამათს აზრი აქვს, მაგრამ არამომგებიანია. არ გვჯერა, როვა ,,არარსებოოობს,,  გვჯერა, როცა ზუსტად ვიცით, რომ გვატყუებენ, მაგრამ ,,გვაწყობს,,

ვაკონტროლებთ გრძნობებს, ემოციებს… ვაკონტროლებთ რწმენას, იმედს და ნდობასაც კი. ვაკონტროლებთ გარშემომყოფების დამოკიდებუებას ჩვენს მიმართ და იმასაც, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ ერთმანეთის მიმართ.

ვაკონტროლებთ ამინდის პროგნოზს, არჩევნების შედეგებს, მატარებლების განრიგს, ემიგრანტებს და იმიგრანტებს… მტერს,მოყვარეს და მარტოობას….

ვაკონტროლებთ სოც.ქსელში ყოფნის დროს.. მე და შენ ვაკონტროლებთ წუთებს, ველოდებით სამი წუთი და თუ არ მივწერეთ ერთმანეთს, გავდივართ… მოცდა ,,ტეხავს,, რომელიც მეორე შემოვა უნდა მიწეროს იმას, ვინც დახვდება…

ვაკონტროლებთ სიტყვებს, რომელსაც ერთმანეთს ვწერთ… ვაკონტროლებთ წინადადებების სიგრძეს..

ვაკონტროლებთ ერთმანეთის შემოსვლის დროს და ვითვლით, დარჩენისას… ხომ უნდა გავარკვიოთ, ვინმეს ვწერთ თუ არა…

ვაკონტროლებთ მონატრებასაც კი.. ერთმანეთზე ფიქრის დროსაც..

მე ვაკონტროლებ სიტყვებს, როცა ვწერ… გრძნობებს, რომელსაც გულში ვმარხავ, თვალს ვარიდებ… და ამ ცხრილში საკუთარი თავის გატარების მერე ვხვდები, რომ აღარაფერი რჩება ჩემგან…

შენ საერთოდ გააკონტროლე ოდესმე ჩემთან ყოფნის იმედიც კი. იმდენად შეკვეცე და დააკნინე, რომ იმის გაფიქრებაც კი არ ჩათვალე საჭიროდ, გეკითხა ჩემთვის, რის მისაღებად ვიყავი მზად და როგორი მინდოდი…

შენ აკონტროლებ იმასაც კი, თუ რა გინდა, რისი უფლება გაქვს, რომ გინდოდეს და რას მოინდომებ მომავალში.

მე? მე გითმობთ  თქვენ… აი, თქვენ სუყველას მაგ წესებს, საზომებს, საწყაულებს, სასწორებს და მეტრიანებს)))).

გითმობთ ტაქტიკას, სვლებს, სტრატეგიებს, ნიღბებს, ბორკილებს, ხუნდებს და სამანებს…

გჩუქნით სამყაროს, რომელსაც ეპოტინებით ასეთი თავგანწირვით…. სამოთხეს და ლეგენდებს უტოპიაზე…. დედამიწაზე, რომელიც სპილოს ხორთუმით უჭირავს და მზეზე, რომელიც ხორთუმშემართულ სპილოს უვლის ირგვლივ…

მე ვიტოვებ ოცნებებს, ფრთებს… სამოთხეს, საიდანაც გამომაგდეს… ლეღვოს ფოთოლს რომლითაც დავიფარე სიშიშვლე, როცა ვიგრძენი, რომ ვიყავი ქალი… ვაშლს, რომელიც მე აღმოვაჩინე და ყველა მიწიერ და არამიწიერ ტკივილს, თუ სიამოვნებას, რაც ამ ხილის დაგემოვნებამ მომიტანა…

ვიტოვებ გულწრფელობას და ვენებში გამჯდარ სიგიჟეს… პოეზიას და ჩახმახად შემართულ სულს…

გიტოვებ შენ ჩემს შიგნით… დასალევად ვერ გამეტებულ შავ ღვინოში მობანავე ალუბლებს)))) სიმღერებს, რომლის მოსმენასაც მაიძულებდი და ცდილობდი აგეხსნა, რა მოგწონდა მათში… შენი ხელების სითბოს და იმ კოცნებს, უმიზედოდ რომ მჩუქნიდი…

ვიტოვებ უფლებას ვიყო ხიდი, რომელსაც ყოველთვის იპოვი სიბნელიდან სინათლებდე… გული, როლის შემოვლებასაც ნატრობ…

ვინახავ მოგონებებს, შენს თვალებზე რომლებიც  სანთლებივით ციმციმებდნენ, როცა მე მხედავდი…

ამის მერე შენ ითამაშე წესებით… მელოდე, მე თუ მოგწერ,,, გამოთვლილ დროში მიპასუხე… ჩუმად მდიე ყველა სოცქსელში ამოწმე, ვინმე ხომ არ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. გაიგე ჩემი ყველა ნაბიჯი საერთო მეგობრებისგან და ივარაუდე, რამდენ ხანში დამავიწყდები ან შენ, ან იუდა, რომელიც ოდესღაც მიყვარდა… მერე ისევ იმსჯელე, თვითონ როდის დადგები ფეხზე, რომ ჩემი ვალიდან ამოხვიდე, მერე აქეთ როდის მცემ პატივს და მეეეეერე, როდის დადგემა შესაფერისი მომენტი, რომ …..

მოკლედ…. პატარა ადამიანური მომენტები.. პატარა ადამიანური გათვლები…ავადმყოფური სწრაფვა სტაბილურობისკენ და პაქტივმოყვარეობა…

რა მინდოდა???

ჰო…. წვიმის კაცი მინდოდა)))

კიდე რომა <3 ამორ)))  წიგნად ქცეული ისტორიები და ფრთები… ფრთები მინდოდა))

კიდევ თავისუფლება და ბეეევრი, ბევრი იისფერი ჩემს კედლებზე… ცისფერი სულში და გული წითთთელი )))

ტკბილი ძილი და ლამაზი სიზმრები ყველას… სიზმრებში მაინც გაანგრიეთ ჩარჩოები..

 

 

 

 

Posted in დღიური | Leave a comment

))))))))))))))))))))))

ეხლა მომინდა წერა და შესვენება დამიმთავრდა… ოთხი ლექსი მიგდია ესე დაუმთავრებელი, როგორც მინიმუმ)))) უეჭველი ნობელს ავირტყამ ასე თუ გავაგრძელე განვითარება )))))))))))))))))))))))))))))))))) წაველ, უთო მელოდება)))

Posted in დღიური | Leave a comment

სათაური რად უნდა ამას )))))))

მზევ შინა და მზევ გარეთა,
მზევ შინ შემოდიო )))
რა მინდოდა ერთი სიტყვით, რას ვეტენები.. გონზე არ ვარ))) დორიანი დავბლოკე))) ვაშა! ))) თავს როგორ ვგრძნობ? ლა, ლა, ლალალალალა ))) ჩუმად მიტირია ბევრჯერ მიტირია შეეეეენთვიიიის… მერე ტექსტი გრძელია და მეზარება)))
მართლა, მართლა როგორ ვგრძნობ? არ ვიცი… მშვიდად, ლამაზად, შემართულ ჩახმახად… რაღაცის თუ ვიღაცის მოლოდინში… ახალ გაუგებრობაში არ გავება ოღონდაც და მეტი არ მინდა…
გუშინწინ ღამით მესიზმრა წვიმის კაცი, მურზალა (გარდაცვლილი ბიძაშვილი) და ლეო. მურზალას ლუდი უნდოდა, წვიმის კაცს ყავა, ლეო არაფერს მთხოვდა. მოკლედ მთელი ღამე ხან ყავის მადუღარას დავდევდი, ხან ყავის ჭიქებს და ხანაც ლუდის ბოთლებს. ლეო არც კი ჩანდა, უბრალოდ იგრძნობოდა, რომ ჩვენთან იყო. მურზალა მეხვეოდა და მეფერებოდა. ძალიან თბილად და ძლიერად ვკოცნიდით ერთმანეთს. წვიმის კაცი თითქოს იყო და არც იყო ჩემი ძალიან ახლობელი… რაღაც გაურკვეველი ამბავი იყო, როგორც ცხადში)… სიზმრის ბოლოს მე და წვიმის კაცი ესკალატორზე ჩავდიოდით და თან ვლაპარაკობდით. ჩემს წინ ვიღაც ტიპი იდგა და შევამჩნიე, რომ ტუჩზე პაწაწინა გველი უთამაშებდა, თითქოს დახტოდა. არ მივაქციე ყურადღება, უბრალოდ მსუბუქი ზიზღი ვიგრძენი. გველის წიწილი კი არ იყო, ნამდვილი გველი, ოღონდ პატარა ზომის. მერე ეს გველი ჩამოვარდა ტუჩიდან და პირდაპირ მე დამეცა ფეხზე. კივილი დავიწყე შიშის თუ ზიზღისგან. წვიმის კაცი უკნიდან მომეხვია, მამშვიდებდა და იცინოდა. ცდილობდა აეხსნა, რომ ვერაფერს დამიშავებდა. ამას მეც ვხვდებოდი, მაგრამ მეზიზღებოდა ძალიან… ამ დროს ემოციებმა გამომაღვიძეს.
პირველად შემეშინდა ბიჭებს რამე არ მოსვლოდათ, მაგრამ არაფერი მივწერე. ისედაც სულ ყვავივით დავჩხავი.. მერე უბრალოდ ლეოს ვუთხარი, თავს გაუფრთხილდითთქო… მაგრამ მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ სიზმარი ჩემზე იყო. მე ვეხვეოდი მკვდარ ბიძაშვილს და მე დამეცა ფეხზე ის გველი. მაგრამ პატარა იყო და არც ის ვიცი, მკვდრის დასიზმრება რას ნიშნავს. ან წვიმის კაცმა რატომ ამოიჩემა გზა ჩემი სიზმრებისკენ)) რა უნდოდა ჩემს სიზმარში უკვე მერამდენედ.
არ მჯერა სიზმრების, მაგრამ ქვეცნობიერის და საკუთარი ინტუიციის ალბათ კი.. ესეც არ იყოს, თითქმის არასოდეს ვცდები.. უბრალოდ ვერ ვხსნი, რას და რატომ ვგრძნობ, მაგრამ თუ კარგად გავაანალიზე სიტუაცია და ფიქრის დრო მომეცა, ჩემს ინტუიციას გონებასაც ვახმარ და მერე ვანგა მონაგონია)))
ამ ამბების მერე გაირკვა, რომ დორიანი რომელიც შერიგებას მთხოვდა ცხრაასმეოთხმოცე გოგოს კერავდა და დავრწმუნდი, რომ მე ჭკუა ვისწავლე.
წვიმის კაცი მესამე დღეს იტალიისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს რამდენიმე დღით. საფრანგეთში მოხდა ეს ამბავი, სადაც არავინ გვყავს და ლამის ჭკუიდან გადავედით, მაგრამ მერე გამახსენდა ჩემი სიზმარი და დავმშვიდდი))) ვიცოდი, ახალ წელს უკვე იტალიაში შეხვდებოდა. ისე ყველაფერი კარგი აგიხდეთ, რამდენიც ჩემი ბიჭი რუს ნატაშკას მკლავებს მშვიდობით მივაბარე )))))
ეხლა ვიპოვე შუა გზაზე დაგდებული ეს პოსტი და მიუხედვად იმისა, რომ აღარ მახსოვს, რისი თქმა მინდოდა ვაქვეყნებ. ჩემს მეტი მაინც არავინ კითხულობს მგონი))) დარჩეს შენახულ მოგონბად მაინც))))

Posted in დღიური | 4 Comments

წერილი თოვლის პაპას

ოლა, როგორ ხარ? მე დაკარგული ვარ, 25 წლის. ჭკვიანი გოგო ვარ და დედას და მამას არ ვაბრაზებ. ცოტას ვანერვიულებ ხოლმე, მაგრამ ისეც არა, რომ დასჯას ვიმსახურებდე. მართალია ვეწევი, ვსვამ და ვყალთაბანდობ, მაგრამ სერიოზულს მაინც არაფერს ვაშავებ. ნუ, არ ვიცი სერიოზული შენთვის რას ნიშნავს, მაგრამ მე ვფიქრობ მაინც კარგი გოგოების კატეგორიაში გავდივარ.

არასოდეს მომიწერია შენთვის, ბავშვობაშიც კი.. ეხლა მომინდა, რომ დამეჯერებია ზღაპრების და შენი ირმების მოლოდინი შემენახა გულის სიღრმეში. უკვე მაინც აღარ ვიცი, სად არის ზღვარი რეალურსა და ილუზიას შორის. რასაკვირველია, ბავშვობაში არ უარვყოფდი შენს არსებობას, მაგრამ არც მთლად გაღიარებდი. ჩავთვალე, რომც არსებობდეს, ჩემთვის მაინც ვერ მოიცლისთქო და ამით დავხურე თემა. მესამე ახალი წელია, მაკიაჟის გაკეთებამდე და ჩამოწმენდის შემდეგ არცთუ მხიარულად გამოვიყურები და იქნებ ახლა მაინც მოგეცალა ჩემთვის. ამასაც ისე, სიტყვის მასალად გწერ, თორემ დიდად არც ახლა მჯერა, რომ აქამდე მოღწეულსაც კი შემოგრჩება საჩუქარი ჩემთვის. არც რა მინდა კაცმა რომ თქვას, რამდენიმე სურვილი შემისრულე და ჩათვალე მთელი ბავშვობის ანგარიშები გასწორებული გვექნება. მთელი წლის მანძილზე რომ გავთვალო, მაინც რამდენიმე გამოვა… ერთდროულად არ შეგაწუხებ, მაგრამ როცა მოიცლი ხოლმე, გადახედე ამ ჩამონათვალს, იქნებ მოახერხო რომ

1. მამას ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს.

2. დედას მკურნალობის პროცესი კარგად დამთავრდეს.

3. შევძლო ჩემი დის განქორწინების ამბების ისე მოგვარება, რომ დიშვილებმა მემკვიდრეობა არ დაკარგონ.

4. ტარიელი მალე გამოვიდეს და საბუთების აღება შეძლოს.

6. წვიმის კაცმა მიაღწიოს თავის მიზანს.

7. ვინიმ ისე აიწყოს საქმე, რომ მალე ოჯახს დაუბრუნდეს.

8. ვაზგენამ საერთოდ გაარკვიოს რა უნდა ცხოვრებაში და მერე მოიკრიბოს ნებისყოფა მოსაპოვებლად.

9. თამარამ ჩააბაროს გამოცდები.

10. მე დავიკლო კიდევ 5 კილო და გავიკეთო ცხვირის ოპერაცია)

11. გვიან გაზაფხულზე ჩავიდე საქართველოში.

12. ადრე შემოდგომაზე ვნახო რომი, მე რომ მინდა ისე….

13. წელს ვისურველდი გაფოიერვერკებას… მინდა შემიყვარდეს ტრაგედიის გარეშე…

14. რომიდან ჩამოსულს მინდა ნორმ სამსახური და მარტო ცხოვრება.

15. ….და მომავალ წელს მინდა აღარ ვქვითინებდე ახალი წლის მოლოდინში….   მინდა   ბედნიერი და კმაყოფილი თუ არა უდარდელი მაინც  ვიყო…

პ.ს. ეს ყველაფერი თუ არა, ერთი ამნეზია მაინც არ დაიშურო რა, თუ ჩემი პაპა ხარ…. არ დამზარდე))))

გულწრფელად საუკეთესო სურვილებით შენი დაკარგული))))

Posted in დღიური | Leave a comment

წვიმის კაცი (1))

ის წვიმიდან მოვიდა ჩემს ცხოვრებაში. წვიმას მოყვა და დარჩა ჩემთან უზომოდ ახლოს და ამავდროულად ჩემს მიერ განსაზღვრულ დისტანციაზე.

ხინკალი უნდა გაგვეკეთებინა იმ დღეს. წინა ღამით მეგობრებმა კატალუნიის მოედანი დავლაშქრეთ. ვისხედით დისკოტეკის წინ და ,,ვკაიფობდით,, კოსქის და ალკოჰოლისგან გალენჩებულ ტურისტებზე. ისინი კი ჩვენს გასახარად წარმოდგენებს მართავდნენ. სანახაობას დილის ოთხამდე შემოვრჩით და დავიშალეთ. მე ფოფოსთან დავრჩი. დილით ბარში ვისაუზმეთ, როგორც ,,სვეტსკი ლვიცებს,, შეეფერებათ და ჩემი სახლისკენ დავიძარით. გზად ხინკლის მასალა ვიყიდეთ და კიდევ ერთ მეგობარს შევხვდით.  ფეხით წამოვედით და გაგვიწვიმდა. ზაფხულის წვიმა იყო, თბილი და სიცოცხლით სავსე. სახლში ამოსულებმა სასწრაფოდ გამოვიცვალეთ, მოკლე შორტები და ,,გულახდილი,, მაისურები ჩავიცვით და ფოტოების გადასაღებად გავიქეცით. მე კაცის 42 ზომა შავი ,,შლოპანცები,, მეცვა და მაგრად მეკიდა. მაინც ფეხშიშველი და თმაგაშლილი ვაპირებდი პოზირებას წვიმის ქვეშ. სანამ ჩვენ გავედით, წვიმამ გადაღო და სესია ჩაიშალა… ველოდეთ, მაგრამ აღარ გაწვიმდა.

სახლში დაბრუნებამდე ქართველის ბარში გადავწყვიტეთ გავლა. ბარი ჩემი სახლის კუთხეშია და იქ იყო ჩვენი თავშეყრის ადგილი. ვიცოდი, ჩემი ძაკაცები ბოსი და ტარიელი იქ იქნებოდნენ.  ტარიელი ჩემი უსისხლო ძმაა, უახლოსი ადამიანი და უერთგულესი მეგობარი. იგივე ბოსიც, მაგრამ ის ტარიელმა გამაცნო და ამიტომ პირველი მაინც ჩემი ტარიელი იყო. მოკლედ ბარში მივადექით შილიფად ჩაცმულები, თმაგაშლილები და ოდნავ შეშლილები. მე ჩემს სტიქიაში, როგორც ყოველთვის – პეპი გრეძელწინდას ეროტიკული სახეცვლილება და ქაჯანას ოცდამეერთესეული ვარიანტი))) სწორედ იქ, ასე მოუმზადებლად და მოულოდნელად მოვიდა წვიმის კაცი… მოვიდა და მოიტანა მხრებით ჩემი სამყარო მოიტანა… ჩემი თბილისი….

ტარიელმა გაგვაცნო, როგორც იტალიიდან გადმოსული უახლოესი ძმაკაცები. მეორე მივიღე ძალიან თბილად, წვიმის კაცი კი პირველივე წამიდან შევიძულე. ისეთი ჩემი იყო, ისეთ ახლობელი და სრულყოფილი…. მშვიდი, გაწონასწორებული, თავდაჯერებული… მე კი არარაობად ვიგრძენი თავი… თხილამურებივით ქოშებში და  უგემოვნოდ, ტყიურივით ჩაცმული… ნერვები დამაწყდა… ბარში როგორღაც გავიტანე თავი. სახლში ამოსულმა საქართველოში, დედასთან ვცადე დარეკვა და არ გამოვიდა. ამან უფრო  გამაღიზიანა და აღარ ვიცოდი, რა მექნა. ტარიელმა და ფოფომ ისე გააკეთეს ხინკალი, სამზარეულოსკენ არც კი გამიხედავს. შევედი ოთახში, გამოვიცვალე, მაკიაჟი გავიკეთე და საკმაოდ კარგადაც გამოვიყურებოდი, მაგრამ სარკეში მაინც ვხედავდი აფორიაქებულ და შეშინებულ საკუთარ თავს. ორი წლის მანძილზე მხოლოდ დორიანს შეეძლო ჩემი აღელვება და ბოლო თვეები ისიც კი სულერთი იყო ჩემთვის. ერთიოდ საათის წინ გაცნობილმა წვიმის კაცმა კი თავდაყირა დააყენა ჩემი სამყარო… სულ ერთხელ თვალებში შეხედვით ხელისგულზე მედო ყველაფერი, რასაც ფიქრობდა და ისიც, კი რასაც თვითონ ვერ ხვდებოდა…  მე ვიცოდი, რომ დაიწყებოდა რაღაც დიდი და განსაკუთრებული და შემეშინდა ნამდვილი შიშით….

გვერდიგვერდ ვისხედით სუფრასთან და ცხადად ვგრძნობდი, რა ენერგიაც მოდიოდა მისგან. ვიცოდი, უნდა დამეფრთხო და მომეხერხებინა, თვითონ არ გასჩენოდა ჩემი ახლოს გაცნობის სურვილი, თორემ შესაძლოა მე ვერ გამეძლო ცდუნებისთვის. მეტისმეტად შინაური გახდა ერთ წამში და მე უკვე ვიცოდი, რა შეიძლება დაემართოს ქალს, რომელის სულში უშვებს მამაკაცს. ესეც არ იყოს, მე და ქართული მენტალიტეტი ცოტა არ იყოს შორს ვართ ერთმანეთისგან და ნამდვილად არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ქართველი ბიჭი მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ. ახალ რისკზე წასვლის უფლებას კი საკუთარ თავს ვერ მივცემდი. მოკლედ, იმ დღეს ვიყავი შეძლებისდაგვარად უჟმური, ფიცხი, თავხედი და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც იყო ერთი მომენტი, როცა შევხედე, წვიმის კაცმა თვალებით გაიღიმა და დაიწყო თამაში…

Posted in დღიური | Leave a comment